ესპანეთის ქალაქ პამპლონაში ხარების რბოლის ტრადიციული ფესტივალი იმართება. ერთკვირიანი ფესრივალის მეორე დღეს რბოლისას ორი მამაკაცი დაშავდა. ფესტივალის მონაწილეები ქალაქის ვიწრო ქუჩებში, ხარების წინ გარბიან. რბოლა ოთხი წუთი გაგრძელდა და მასში მონაწილეობა ექვსმა ხარმა მიიღო. ფესტივალის ფარგლებში ყოველდღიური რბოლა დილის 8 საათზე იწყება და ძირითადად 3-დან 5 წუთამდე გრძელდება. კვირის განმავლობაში სულ 8 რბოლა ტარდება. ფესტივალზე დასასწრებად მსურველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩადიან. სან ფერმინის ყოველწლიური ფესტივალი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც ეს ერნესტ ჰემინგუეიმ გასული საუკუნის 20-ან წლებში თავის რომანში სახელწოდებით "და ამოდის მზე" აღწერა.