ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე 950 ადამიანი დაიღუპა, რითაც ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა.
ამასთან, ბოლო 24 საათის მანძილზე ესპანეთში კორონავირუსის 8102 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობამ მთლიანობაში 110238-ს მიაღწია. ქვეყანაში ვირუსისგან სრულიად განიკურნა 26 700 ადამიანი.
აღსანიშნავი, რომ კორონავირუსის შედეგად პაციენტების გარდაცვალებით ესპანეთი იტალიის შემდეგ მეორე ადგილზეა.