ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსსს 655 ადამიანი ემსხვერპლა, და საერთო ჯამში გარაცვლილთა რიცხვმა 4 089-ს მიაღწია. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსით 6 600 ადამიანი დაინფიცირდა და მათმა საერთო რაოდნეობამ 56 000-ს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთში კორონავირუსით გარაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა ოთხშაბათ დაფიქსირდა, როდესაც 24 საათის განამვლობაში ვირუსს 738 ადამიანი ემსხვერპლა.