ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ქალაქ მარბელაში ორი ქართველი და ერთი სომეხი ე.წ. "კანონიერი ქურდი" დააკავა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრი იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების ოპერაცია ერთ-ერთ რესტორანში ჩატარდა. შეხვედრაზე ეჭვმიტანილები სავარაუდოდ, კონკურენტი დაჯგუფების წევრის მკვლელობას გეგმავდნენ.სამივე მამაკაცის დაკავება ივნისში ჩატარებული ხმაურიანი ოპერაციის გაგრძელებაა, როდესაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით 129 ადამიანი დააკავეს.