ძლიერმა შტორმმა, რომელიც ესპანეთის სხვადასხვა რეგიონებს დაატყდა თავს, უკვე 13 ადამიანი იმსხვერპლა.
მედიის ცნობით, 4 ადამიანი გარდაცვლილია კატალონიაში, 5 - ვალენსიაში, ორი - ანდალუსიაში, ერთი - კასტილია დე ლეონში და ერთიც - ასტურიაში.
ესპანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 4 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. დღეს ქვეყნის მთავრობა საგანგებო სხდომას გეგმავს, სადაც კოორდინირებულ მოქმედებებზე იმსჯელებენ.
შტორმს თან ხლავს ძლიერი ქარი, წვიმა და ღელვა, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინა.