ესპანეთში, უამინდობის შედეგად, ბოლო ორი დღის მანძილზე ოთხი ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქვეყნის 30 პროვინციასა და საფრანგეთის სამხეთ ნაწილში უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებას ელოდებიან. მათი თქმით, ვალენსიაში ორი ადამიანი ჰიპოთერმიით გარდაიცვალა, ავილაში ერთ ადამიანს სახურავის ნამტვრევები დაეცა, კიდევ ერთი ამინდის შედეგად გამოწვეულ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
აღმოსავლეთ ესპანეთში, ქარის სიმძლავრემ 115 კმ/სთ-ს მიაღწია. ამ დროისათვის დახურულია სკოლები და საჯარო დაწესებულებები. დროებით დაიხურა ალიკანტეს აეროპორტიც, სადაც დაახლოებით 200 ავიარეისი გადაიდო.