ესპანურ საქველმოქმედო გემ Open Arms-დან მიგრანტები თითქმის სამკვირიანი ლოდინის შემდეგ კუნძულ ლამპედუზაზე გადაიყვანეს. მანამდე კი იტალიის პროკურორმა ბორტზე მყოფი მიგრანტების ევაკუაციის ბრძანება გასცა, რამაც დაასრულა სამკვირიანი კრიზისი და იტალიის მთავრობასა და გემის ეკიპაჟის წევრებს შორის დავა.
გემი Open Arms-ი იტალიის სანაპიროებთან 19 დღე იყო გაჩერებული. როგორც ეკიპაჟის წევრები აცხადებდნენ, მიგრანტების მდგომარეობა მძიმე იყო და საჭირო იყო მათთვის სასწრაფოდ თავშესაფარი. აფრიკელი მიგრანტების უმეტესობას ჯანმრთელობის პრობლემა, ზოგს კი ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა, რის გამოც გემზე სრული ქაოსი იყო. იტალიის მთავრობა კი მათ მიღებაზე უარს ამბობდა და მათ ხმელეთზე გადასვლის უფლებას არ აძლევდა. როგორც იტალიის შს მინისტრმა მატეო სალვინიმ განაცხადა, სამაშველო და საქვემლოქმედო გემები კონტრაბანდისტებისთვის ერთგვარი "ტაქსები" გახდა.