ესპანური მედიის ინფორმაციით ბარსელონაში პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. როგორც გაზეთ ელ პერიოდიკოს სტატიაშია აღნიშნული დაპატიმრებულები ბინების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები. მათი ასაკი 33-დან 48 წლამდე მერყეობს. კატალონიის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია რომ დაკავებულები საცხოვრებელ სახლებს წინასწარ არჩევდნენ და მეპატრონეების დასასვენებლად გამგზავრების შემდეგ ძარცვავდნენ. სამართალდამცველებმა დაზარალებულების დახმარებით დაადგინეს ის სახლები, რომლებიც სავარაუდოდ ეჭვმიტანილებმა გაძარცვეს. ამოღებულია 100-ზე მეტი მოპარული ნივთი. მათ შორის ძვირფასეულობა, საათები და ელექტრონული ხელსაწყოები.