10:53
5 ივნისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Esprit-ი აზიაში მაღაზიებს ხურავს
29-04-2020

Esprit-ი აზიის მასშტაბით მაღაზიებს ხურავს. კომპანიის აზიის შტაბის წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ ის რეგიონში 56 მაღაზიას დახურავს, ჩინეთში კი ბიზნესს დროებით „გაყინავს“. ამ გადაწყვეტილებით მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანია ცდილობს ხარჯების მაქსიმალურად შემცირებას. კომპანიის გერმანულმა ფილიალმა მარტში დახმარებისთვის უკვე მიმართა გერმანიის ხელისუფლებას.

რაც შეეხება აზიას, კომპანიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე შემოსავალი მკვეთრად შეუმცირდათ. იმის მიუხედავად, რომ რიგ რეგიონებში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნა ფაქტობრივად, აღარაა.

აზიის რეგიონში Esprit-ს მაღაზიები აქვს სინგაპურში, მალაიზიაში, ტაივანში, ჰონგ კონგსა და მაკაოში. ყველა მათგანი, Financial Times- ის თანახმად, ფისკალური წლის ბოლომდე დაიხურება. რაც შეეხება ჩინეთში მდებარე მაღაზიებს, Esprit-ში განაცხადეს, რომ ბიზნესს აჩერებენ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები