ესტონეთი რუსეთს საჰაერო საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს. ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსული „ილ-96“-ის ტიპის თვითმფრინავმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მათივე ინფორმაციით, საჰაერო საზღვრის დარღვევა 5 მაისს ფინეთის ყურეში, კუნძულ ვაინდლოოსთან მოხდა და თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო სივრცეში ერთი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.
ინციდენტთან დაკავშირებით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს, საპროტესტო ნოტა გადასცა.
ესტონეთმა რუსეთი საჰაერო საზღვრის დარღვევაში თებერვალშიც დაადანაშაულა.