ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებულ ბექა ბექაურს გამომძიებლები მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებით ჰკითხავენ. როგორც ადვოკატმა მაია ჭრელაშვილმა აღნიშნა, ბექაურის დაკითხვა საავადმყოფოში მიმდინარეობს. ჭრელაშვილის ინფორმაციით, ბექა ბექაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც გამომძიებლებს მისი დაკითხვის უფლება მიეცათ.