“სემმა, ზენდეიამ და სერიალში მონაწილე ყველა მსახიობმა პროექტი საოცარ სიმაღლეებზე აიყვანეს”, — აცხადებს HBO-ის წარმომადგენელი, ფრანჩესკა ორსი, — “ჩვენთვის დიდი პატივი და სასიხარულო ამბავია, ნიჭიერი ადამიანების ამ გუნდთან ერთად მოგზაურობა მესამე სეზონზეც გავაგრძელოთ”.
სერიალის მეორე სეზონის პრემიერა 9 იანვარს შედგა, მას შემდეგ კი HBO-ის პლატფორმებზე სერიალი 14-მა მილიონმა მაყურებელმა ნახა. აღსანიშნავია, რომ მეორე სეზონის აუდიოეფექტებზე ქართულმა კომპანია Postred-მა იმუშავა.