ეიფორიის მე-2 სეზონის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო გვაშორებს. 9 იანვრის პრემიერამდე HBO-მ ახალი ტრეილერი შემოგვთავაზა, რომელიც იმაზე შთამბეჭდავ სანახაობას გვიმზადებს, ვიდრე ველოდით.
მეორე სეზონში, რა თქმა უნდა, ზენდეიას ვიხილავთ, რომელმაც სერიალში შესრულებული როლისთვის ემი მიიღო. ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ სახეებთან ერთად ახალ პერსონაჟებსაც გავიცნობთ.
როგორც მოკლე აღწერაში ვკითხულობთ, სიუჟეტი "17 წლის რუს ირგვლივ განვითარდება, რომელიც სიყვარულის, დანაკარგისა და ნარკოდამოკიდებულების წნეხის მიუხედავად, იმედის პოვნას ცდილობს". მე-2 სეზონის შინაარსის ზუსტი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტრეილერი ცხადყოფს, რომ ახალი სეზონი იმედს არ გაგვიცრუებს.