ეუთო აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს ეუთოს თავმჯდომარეობამ შეშფოთება გამოხატა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა მის ნეგატიურ შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ ეუთოს თავმჯდომარეობის პრესსპიკერმა განაცხადა. მის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.