ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ალაბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა აცხადებს, რომ შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრზე „გაზრდილი ძალადობით“ და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„ღრმად შეშფოთებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრზე გაზრდილი ძალადობით და მხარეებს მოვუწოდებ, რომ დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, ვიდრე კიდევ მეტი ადამიანის დაღუპვის მომსწრეები გავხდებით,“ - აღნიშნულია ედი რამას განცხადებაში.
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები სიტუაციის დეესკალაციისთვის პირდაპირი კომუნიკაციის მექანიზმებს გამოიყენებენ.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე, თოვუზის რეგიონში დაპირისპირება 12 ივლისს გამწვავდა. საბრძოლო მოქმედებების განახლებაში სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ცოცხალი ძალის დანაკარგი ორივე მხარემ განიცადა.