უკრაინაში ეუთოს მონიტორინგის სპეციალურმა მისიამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონეცკის ოლქში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 55, ლუგანსკში კი - 2 დარღვევა დააფიქსირა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მისიის 7 აპრილის მოხსენებაშია აღნიშნული.
უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზებას თანდათან ზრდის, რაც ქვეყნის თავდაცვით უსაფრთხოებას ემუქრება.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის არმიის გადაადგილება ქვეყნის ტერიტორიაზე არ უნდა აწუხებდეს სხვა ქვეყნებს, რადგან რუსეთის ფედერაცია სხვა სახელმწიფოებს საფრთხეს არ უქმნის.