ნიუ იორკში მდებარე ტრამპ თაუერში ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაციის მიზეზი საეჭვო ჩანთა გახდა, რომელიც მისაღებში აღმოაჩინეს. აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტამპის სახლიდან ტურისტები და თაუერის თანამშრომლები პოლიციამ გაიყვანა. ევაკუაციიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ადგილზე განმნაღმველები მივიდნენ. შემთხვევაზე კომენტარი ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გააკეთა და აღნიშნა, რომ საეჭვო ჩანთა საფრთხეს არ წარმოადგენდა. მომხდარისას აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი თაუერში არ იყო. დონალდ ტრამპი საშობაო არდადეგების ფარგლებში ფლორიდაში, მარ-ა-ლოგოს კურორტზე იმყოფება.