ევროატლანტიკური ოჯახის წევრობა არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი ხედვისა საქართველოს მომავლის და ეს არის ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმის გახსნაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, რომ შეინარჩუნოს ინტეგრაციის პოზიტიური დინამიკა და ალაინსთან ურთიერთობები გახადოს შინაარსობრივად კიდევ უფრო დატვირთული. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ამ გზაზე და ხელშესახები შედეგები.