09:43
20 სექტემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ევროკავშირი ეწინააღმდეგება რუსეთის "დიდი რვიანის" ჯგუფში უპირობო დაბრუნებას
22-08-2019

ევროკავშირი ეწინააღმდეგება რუსეთის "დიდი რვიანის" ჯგუფში უპირობო დაბრუნებას. ამის შესახებ "ევრონიუსის" ცნობით, ევროპული ბლოკის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიზანშეწონილი იქნება თუ მოსკოვს "დიდ შვიდეულს" შეუერთდებოდა.

აღსანიშნავია, რომ "დიდი შვიდეულის" ქვეყნები, მომავალ უქმეებზე საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ბიარიცში აპირებენ შეხვედრას.

"რუსეთის გარიცხვის მიზეზი კვლავ აქტიურია და მისი უპირობოდ დაბრუნების შეთავაზება იქნება არაპროდუქტიული და ჩვენი სისუსტის მანიშნებელი", - განაცხადა ევროპელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ვინაობის გამხელაზე უარი თქვა.

"დიდი რვიანის" წევრები ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი იყვნენ, თუმცა ყირიმის ანექსიის გამო, 2014 წლის ივნისში G8-ის ქვეყნის ლიდერები სოჭში მორიგ სამიტზე აღარ გაემგზავრნენ და ფორუმიდან რუსეთი გააძევეს.

AutoPlay
ვაშინგტონის ქუჩებში ცეცხლი გახსნეს - დაიღუპა ერთი ადამიანი, ხუთი კი დაშავდა
გამოქვეყნდა 32 წუთის წინ
ლავროვი საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმაზე - დაუსაბუთებელი ბრალდებები საქმეს არ წაადგება
გამოქვეყნდა 34 წუთის წინ
სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ 7 პირს პატიმრობა შეუფარდა
გამოქვეყნდა 38 წუთის წინ
კრიმინალური პოლიციის უფროსი არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალების დამზადების საქმის დეტალებზე საუბრობს
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
დაკავებულთა შორის ერთ-ერთი უცხოელი მასწავლებელია, რამდენიმე კი ერთი ოჯახის წევრია
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ჩნდება განცდა, რომ 20 ივნისის მოვლენების საქმის გამოძიება ობიექტური არ იქნება - ნინო ლომჯარია
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები