ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, ფარმაცევტული საწარმოების GMP სტანდარტზე გადასვლის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, GMP სტანდარტზე გადასვლის გეგმა მოისმინა და ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მხარდაჭერა აღუთქვა.
ადგილობრივ მწარმოებლებს GMP სტანდარტზე გადასვლის ვალდებულება 2022 წლის ბოლომდე აქვთ