"საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამას"ევროკავშირი 9 მილიონ 900 ათასი ევროთი დააფინანსებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება. უწყების ინფორმაციით, პროგრამის მხარდასაჭერად, ევროკავშირმა გრანტი სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმის საშუალებით გამოყო. პროგრამის მიზანს წარმოადგენს ჰიდროელექტროსადგურების ქსელის ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის ქსელის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობისა და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მოცულობის გაზრდა და საქართველოს ენერგომომარაგების უსაფრთხოების გაუმჯობესება.