ევროკავშირი "შავ სიაზე" მუშაობას განაახლებს. "შავ სიაში" ევროკავშირის ის არაწევრი ქვეყნები შევლენ, რომლებსაც ევროკომისია ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Financial Times ავრცელებს.
წინა მსგავსი "შავი სია" ევროსაბჭომ მას შემდეგ უარყო, რაც ქვეყანათა ჩამონათვალში საუდის არაბეთი და ამერიკის შეერთებული შტატების 4 ტერიტორია აღმოჩნდა.
ევროკომისიას "შავი სია", რომელშიც 23 ქვეყანა შედიოდა ევროსაბჭოს დასამტიცებლად თებერვალში წარუდგინა, თუმცა 28-დან 27-მა ქვეყანამ აღნიშნული სიის მიღებაზე უარი განაცხადა. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მათ შორის გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა განმარტეს, რომ სიის შედგენა გამჭვირვალე და სანდო გზით არ მოხდა.