21:26
21 თებერვალი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ევროკავშირის 6 ქვეყანა გემ Ocean Viking-ზე მყოფ არალეგალ მიგრანტებს მიიღებს
23-08-2019

მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 6 ქვეყანა: გერმანია, ირლანდია, ლუქსემბურგი, პორტუგალია, რუმინეთი და საფრანგეთი თანახმაა სამაშველო გემ "ოკეანის ვიკინგზე" მყოფი გადარჩენილი მიგრანტები მიიღოს. ამის შესახებ ავრამოპულოსმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

ამასთანავე, ევროკომისარმა მადლობა გადაუხადა მალტას, რომელმაც გემს პორტში შესვლის და მიგრანტებს ნაპირზე გადასვლის უფლება მისცა.

მოგვიანებით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ამ გემიდან 15 მიგრანტს მიღებს.

შეგახსენებთ, გემ "ოკეანის ვიკინგზე" 356 მიგრანტი იმყოფებოდა და ის ორი კვირა ღია ზღვაში ელოდებოდა გადაწყვეტილებას.

AutoPlay
გიგა ბოკერიას ინფორმაციით ოპოზიცია საარჩევნოდ თბილისში ერთიან მაჟორიტარებზე პრაქტიკულად შეთანხმდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ავღანეთში ქვეყნის ხელისუფლებასა და "თალიბანს" შორის მიღწეული ძალადობის შემცირების რეჟიმი 22 თებერვლიდან ამოქმედდება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
მიხეილ კალანდიას მიმართ სასამართლო განაჩენს 25 თებერვალს გამოაცხადებს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ოპოზიციის მოლაპრარაკებებში ვანო მერაბიშვილის ჩართვაზე ლიდერების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
შსს იმ არასრულწლოვანის დაკავების კადრებს ავრცელებს, რომელმაც გამოძიების ვერსიით, მამა მოკლა და გვამი სარდაფში დამალა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
დამტკიცებულია, რომ ეს მთელი ბოროტება რუსეთიდან მოდის? - მე ძალიან მეპარება ეჭვი - კარასინი კიბერშეტევაზე საუბრობს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები