ევროკავშირის ქვეყნებმა კორონავირუსის კვლევაზე 100 მილიონ ევროზე მეტი გამოყვეს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებთან გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, იგეგმება, რომ მუშაობა დიაგნოსტიკის სფეროში, მკურნალობასა და ვაქცინაციაზე უფრო გააქტიურდეს. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერებისთვის მოხდა დამატებით 100 მილიონი ევროს გამოყოფა, რათა ლაბორატორიებს ვაქცინაზე სამუშაოდ მეტი შანსი მიეცეთ.
პრეზიდენტის განცხადებით, ლიდერები ასევე შეთანხმდნენ კოორდინაციის გაუმჯობესებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე, თუმცა, ამ ეტაპზე არ თვლიან საჭიროდ გატარდეს იმ ტიპის რადიკალური ზომები, როგორიც იტალიაში მიიღეს.