ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები 15-16 ოქტომბერს ბრიუსელში ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთს შორის გასამართ შეხვედრაზე, რომელზეც ბრექსიტის შემდგომი სავაჭრო საკითხების განხილვა იგეგმება, აპირებენ გამკაცრებული სავაჭრო შეთანხმების გაფორმება მოითხოვონ. ამის შესახებ გაზეთი Financial Times დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც დიპლომატები გამოცემასთან აცხადებენ, ეს საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბრიტანეთის პრემიერმა მიიღო შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი სადავო კანონპროექტი, რომელიც ბრექსიტის პირობებს ეწინააღმდეგება.
შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის 2020 წლის 1 თებერვალს ოფიციალურად დატოვა, მას შემდეგ, რაც 3 წელიწადს გაგრძელდა კავშირიდან გასვლის პირობებზე მოლაპარაკებები. ბრიუსელი და ლონდონი გარდამავალ პერიოდზე შეთანხმდნენ მიმდინარე წლის ბოლომდე, რა დრომდეც დიდ ბრიტანეთზე გავრცელდება ყველა ეკონომიკური ნორმა, მათ შორის ვაჭრობისა და საერთო ევროპული ბაზრების რეგულაციები. მხარეებს გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე უნდა მოესწროთ საბოლოო შეთანხმების გაფორმება, რომელიც დაარეგულირებს მათ შორის სავაჭრო საკითხებს. აქამდე იყო მოლოდინი, რომ ბრიუსელის დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები საბოლოოდ შეთანხმდებობდნენ, თუმცა ახლა ირკვევა, რომ მხარეები მხოლოდ „მოლაპარაკებების პროგრესს შეაფასებენ“.