ევროკავშირის საბჭომ კოორდინირებული მიდგომის შესახებ რეკომენდაცია მიიღო, რათა პანდემიის დროს უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას ხელი შეუწყოს.
ევროკავშირის საბჭოს ახალი რეკომენდაციის თანახმად, პანდემიის დროს მოგზაურობისას კოვიდ 19-თან დაკავშირებული ზომები პირის სტატუსის გათვალისწინებით და არა რეგიონულ დონეზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე უნდა გამოიყენონ.
ეს ნიშნავს, რომ მოგზაურის ვაქცინაციის, ტესტირების ან გამოჯანმრთელების სტატუსი, ევროკავშირის მოქმედი ციფრული კოვიდსერტიფიკატით დადასტურებული, მთავარი განმსაზღვრელი უნდა იყოს.
რეკომენდაცია 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდება.