14:58
6 ივნისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ევროკავშირში მოგზაურებისთვის შესაძლოა, COVID პასპორტები გაიცეს
01-05-2020

ევროკავშირის 27 ქვეყანა მოგზაურებისთვის ე.წ. COVID პასპორტების გაცემის საკითხზე მსჯელობს. როგორც გამოცემა The sun-ი წერს, აღნიშნული საკითხი ევროკავშირის სახელმწიფოების ტურიზმის მინისტრებმა ვიდეოკონფერენციაზე განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ხორვატიის ტურიზმის მინისტრმა, განაცხადა, რომ COVID პასპორტი ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს.

პასპორტის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ იმ ქვეყნების მოქალაქეებს, სადაც კორონავირუსული პანდემია შემცირდა, შეუძლიათ კვლავ იმოგზაურონ ევროპაში.

შეგახსენებთ, რომ კოროვირუსული პანდემიის გამო, 17 მარტს, ევროპამ ტურისტებისთვის საკუთარი საზღვრები დახურა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები