შაურმის მოყვარულებმა შესაძლოა, მისი დაგემოვნება ევროკავშირის ქვეყნებში ვეღარ შეძლონ. ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო ხორცის ნაჭრებში ფოსფატის გამოყენების აკრძალვაზე მუშაობს, რაც სწორედ იმ პროდუქტებს შეეხება, რომლებსაც ქუჩაში განთავსებული ობიექტები აქტიურად ყიდიან.
Daily Mail-ის ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის თქმით, შაურმის აკრძალვა ათასობით ადამიანს სამსახურის გარეშე დატოვებს. შაურმის რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის კანონმდებლები სავარაუდოდ, თვის ბოლომდე მიიღებენ.