დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა. ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით პარლამენტი საკუთარი როლის გაზრდას და ამ კუთხით მუშაობის გააქტიურებას აპირებს. დაგეგმილია ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომლის განხორციელებაზეც საკანონმდებლო ორგანოს შვიდი კომიტეტი ერთდროულად იმუშავებს. პარლამენტი იმ ღონისძიებების ზედამხედველობის გაძლერებასაც გეგმავს, რომლის მიხედვითაც მთავრობამ, DCFTA-ს ფარგლებში ევროპაში საექსპორტო პროდუქციის სია უნდა გაზარდოს.