ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ევროკავშირის ლიდერებს განუცხადა, რომ ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ევროკავშირიდან ექსპორტს აკრძალავს, იმ შემთხვევაში, თუ მომწოდებლები, როგორიცაა AstraZeneca, ვაქცინის მიწოდებას კვლავ ვერ უზრუნველყოფენ.
„ეს არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ მიმართულია შემდეგი კითხვისკენ : სცემს თუ არა პატივს კომპანია, რომელიც ევროპაში დამზადებული ვაქცინის ექსპორტს აწარმოებს, ხელშეკრულებას ევროკავშირში?“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ვირტუალური სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.