უკანასკნელ სათამაშო დღეს ევროლიგის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან ორი, სილამაზითა და დაძაბულობით, ცალსახად გამორჩეული გახლდათ. ლიონისა და პანათინაიკოსის მატჩში, ექსპერტების აზრით გამარჯვებული ეს უკანასკნელი უნდა გამოსულიყო, თუმცა ფრანგებმა ბრწყინვალედ ითამაშეს და გამარჯვებაც მოიპოვეს. ლიონმა მეტოქეს უკანასკნელ მეოთხედში 13 ქულიანი ჩამორჩენა აღმოუფხვრა და საბოლოოდ 79-78 მოიგო. ამგვარად ლიონ ვილეურბანე 2 დან 2 მოგებით მეორე ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის რეალი მაკაბისთან სახლში უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა, ესპანელებმა ადვილი გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს. რეალმა ისრაელის გუნდი 86-85 დაამარცხა და 2 ტურში 2 მოგება აქვს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მიკი ჯორდანი დასახელდა, რომელმაც 30 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. მაკაბის რიბებში ყველაზე უკეთ სკოტ უილბეკინმა ითამაშა, რომლის ანგარიშზეც 27 ქულა და 4 პასია.