პანდემიის ორი წლის თავზე, მსოფლიო კოვიდშემთხვევების ზრდით ახალ რეკორდებს ამყარებს.
მრავალ ქვეყანაში, ინფექციის დღიური მაჩვენებლის სტატისტიკამ განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო ზრდა, რაც გასული წლის ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში ახალი შტამი, “ომიკრონი” აღმოაჩინეს.
პროგნოზები, რომლებსაც ჯანდაცვის ექსპერტები აკეთებდნენ, ფაქტია, მართლდება – მაშინვე აღინიშნა, რომ რადგან ახალი ვარიანტი მუტაციების საკმაოდ დიდ რაოდენობას შეიცავს, “ომიკრონი” სწრაფად გავრცელდებოდა და დიდი ალბათობით, ის იანვრის ბოლოს უამრავ ქვეყანაში დომინანტი გახდებოდა.
მსგავსი განცხადება ორი დღის წინაც მოვისმინეთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ თუ “ომიკრონი” გავრცელებას ამ ტემპით გააგრძელებს, ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, მომდევნო 6-8 კვირაში სწორედ ამ შტამით იქნება ინფიცირებული.
საგანგაშოა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა – 3-დან 9 იანვრამდე პერიოდში, მსოფლიოში 15 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ წინა შვიდ დღესთან შედარებით ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი 55%-ით არის გაზრდილი.
ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი უმეტესად ევროპაში ფიქსირდება.
ევროპის მედიკამენტების სააგენტოში აცხადებენ, რომ “ომიკრონის” გავრცელება ევროპის მთელს კონტინენტზე, კოვიდ-19-ს უბიძგებს, გახდეს ენდემური დაავადება, რომლითაც კაცობრიობას შეუძლია იცხოვროს.
ყოველდღიურად, რეკორდულად იზრდება შემთხვევების რიცხვი გერმანიაში, საფრანგეთში, ბულგარეთში.
გუშინ, გერმანიაში 80 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყებიდან დღემდე;ასევე რეკორდულია ბულგარეთის მონაცემიც – დღიური 7 062 შემთხვევით;ანტირეკორდებს ყოველდღიურად აუმჯობესებს