ევროკავშირის ტურისტულმა ბიზნესმა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირების გამო 1 მილიარდი ევროს ზარალი უკვე ნახა. აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირისთვის ეკონომიკური ზარალი უკვე აშკარაა, ის მიადგა სხვადასხვა სექტორს, თუმცა ზუსტი ციფრის თქმა ჯერ რთულია. ამასთან, მისივე ცნობით, ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე რამდენად ეფექტურად იმოქმედებს ვირუსის შეკავებისთვის მიღებული ზომები.
როგორც მან დასძინა, 2020 წლისთვის, ევროკომისია ევროზონაში ეკონომიკის 1,2%-იან ზრდას პროგნოზირებდა, ახლა კი ეს პროგნოზი სავარაუდოდ, გადაიხედება.