ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა "მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუას მიმართ გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა. ფოტიგა მოუწოდებს პრეზიდენტს, რომ შეწყალების უფლებამოსილება რურუასთან მიმართებაშიც გამოიყენოს. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება ისე, როგორც ეს სხვა ფიგურების შემთხვევაში გააკეთა, რომლებიც 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყვნენ. ეს გააუმჯობესებდა კლიმატს არჩევნების წინ - წერს ევროპარლამენტარი ტვიტერზე.