ევროპას ხილისა და ბოსტნეულის დეფიციტი ემუქრება, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, დეფიციტის მთავარი მიზეზი მუშა-ხელის ნაკლებობა გახდება.
როგორც წესი, ევროპაში ხილ-ბოსტნეულის მოსავლის აღებაში დასაქმებულები არიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩამოსული ადამიანები. კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე კი, ფერმერები მუშა-ხელის დეფიციტს პროგნოზირებენ. ევროპული ქვეყნების ხელისუფლებები იმედოვნებენ, რომ ფერმერულ მეურნეობებში დროებით სტუდენტები დასაქმდებიან. ასევე ის ადამიანები, რომლებიც ეპიდემიის გამო დროებით უმუშევრად დარჩნენ.
ამასთან, როგორც Bloomberg-ი წერს, კორონავირუსის გავრცელების გამო, ბევრმა ქვეყანამ დაიწყო სურსათის მარაგების შექმნა. კერძოდ, სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, რომ ტრადიცული საექსპორტო პროდუქტი საზღვრებს გარეთ აღარ გაიტანონ.