ევროკავშირში სატვირთოების უმსხვილესი მწარმოებლები აცხადებენ, რომ 2040 წლიდან არ აწარმოებენ და არ გაყიდიან ბენზინისა და დიზელისძრავიან სატვირთოებს.
Financial Times-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ შეთანხმება მოცემულია დოკუმენტში, რომელსაც ხელი მოაწერეს კომპანიების Daimler-ის, Scania-ს, Man-ს, Volvo-ს, Daf-ს, Iveco-სა და Ford-ის წარმომადგენლებმა.
მწარმოებლები ასევე გამოვიდნენ ინიციატივით, ჩაიდოს ინვესტიციები ენერგოსისტემებში და გაიზარდოს გადასახდელები ევროპაში ნახშირორჟანგის გამოყოფაზე.
ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებმა გასულ კვირას დაამტკიცეს დავალება, რომელიც 2030 წლისთვის ემისიების 1990 წლის დონესთან შედარებით 55%-ით შემცირებას ითვალისწინებს. ეს ნორმა კი მნიშვნელოვნად აღემატება აქამდე ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც ემისიების 40%-ით შემცირებას ითვალისწინებდა. ზომების გამკაცრება გამოწვეულია ევროკავშირის მიზნის საბოლოოდ მისაღწევად, რომელიც 2050 წლისთვის მის ტერიტორიაზე ემისიების სრულ განულებას ითვალისწინებს.