ევროპაში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 400 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროპის ქვეყნებს შორის კოვიდ 19-ს ყველაზე მეტი ადამიანი გაერთიანებულ სამეფოში ემსხვერპლა, მეორე ადგილზეა იტალია, მესამეზე კი- საფრანგეთი. აღსანიშნავია, რომ ევროპის რეგიონი კოვიდ 19-ით გამოწვეული ფატალური შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა მსოფლიოში ამერიკის შემდეგ. გამოცემა წერს, რომ ევროპაში მაღაზიები საშობაოდ გასახსნელად ემზადებიან. პოლონეთმა სავაჭრო ცენტრები უკვე გახსნა, ბელგია კი მაღაზიების გახსნას 1 დეკემბერს აპირებს.