ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ევროპაში, 2008 წლის მსგავსი კრიზისის დაწყებას პროგნოზირებს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოები ახალი კორონავირუსიდან მომდინარე რისკების საპასუხოდ შესაბამის მონეტარულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. ცენტრალური ბანკი, საბანკო სისტემის ლიკვიდობის შესანაჩუნებლად, მონეტარული განაკვეთის შემცირებას გეგმავს. ხოლო ვირუსის ეკონომიკური ეფექტის შესარბილებლად, დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უკვე 0.5 პროცენტული პუნქტით 0.25%-მდე უკვე შეამცირა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ევროზონაში, 0.8%-იანი ეკონომიკური ზრდა არის პროგნოზირებული.