ფრანგი მილიარდერის ბერნარ არნოს ქონება ამ კვირაში კიდევ უფრო გაიზარდა. ამის მიზეზი ფუფუნების საგნებზე მოთხოვნის ზრდა გახდა, რის შედეგადაც არნოს კუთვნილი კომპანიის LVMH-ის აქციებზე ფასმა მოიმატა.
ბერნარ არნოს კაპიტალი 8 მილიარდ 300 მილიონი დოლარით გაიზარდა და ის კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ხუთეულში დაბრუნდა - ჯეფ ბეზოსის, ბილ გეითსის, ილონ მასკისა და მარკ ცუკერბერგის შემდეგ. 17 ოქტომბრის მონაცემებით, არნოს ქონება 96 მილიარდ 600 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
LVMH-ის აქციებზე ფასის ზრდა გასულ კვირას კომპანიის მიერ გავრცელებულმა ფინანსურმა ანგარიშმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც ბოლო კვარტალში მის ბრენდებზე Louis Vuitton, Moet & Chandon და Givenchy მოთხოვნა გაიზარდა.