ევროპული ნავთობკომპანიების შემდეგ საუდელები წილებს ამერიკულ მსხვილ კორპორაციებშიც ყიდულობენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ამერიკის ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კორპორაციებში მინორიტარული წილები საუდის არაბეთის სუვერენულმა ფონდმა შეიძინა. გარიგებები მას შემდეგ დაიდო, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანიების აქციების ღირებულება შემცირდა.
როგორც CNBC წერს, საუდელებმა Boeing- ის აქციები 713 მილიონ 700 ათას დოლარად იყიდეს, Citigroup-ის აქციებში 522 მილიონი დოლარი გადაიხადეს, ამდენივე თანხა გადაიხადეს Facebook-ის აქციებში, 495 მილიონ 800 ათასი დოლარად იყიდეს აქციები Disney -ში, ხოლო 487 მილიონ 600 ათას დოლარად Bank of America-ს წილი შეიძინეს.
ამასთან, საუდის არაბეთის სუვერენულმა ფონდმა იყიდა წილი უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-ში.