"ევროპული საქართველო" ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთხელ მიმართავს, ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების საკითხზე არსებული შეთანხმების ერთგულნი დარჩნენ. როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, "ევროპული საქართველო" მზად არის, უახლოეს დღეებში შეხვდეს სხვა ოპოზიციურ პარტიებს და შეთანხმდნენ, ვინ იქნებიან ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები.
პარტიის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის თქმით, საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება, ეს არის საკვანძო ელემენტი ოპოზიციის გამარჯვებისთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.