ზუგდიდის მერობის კანდიდატმა "ევროპული საქართველოდან" ლელა ქებურიამ აქცია-მსვლელობა "შევცვალოთ ფაროსანა მთავრობა" დაანონსა. როგორც ლელა ქებურიამ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქცია ზუგდიდში 17 ოქტომბერს გაიმართება. მისივე თქმით, პარტია მოსახლეობასთან ერთად მთავრობის უმოქმედობას გააპროტესტებს და აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის აღრიცხვასა და მინიმალური კომპენსაციის გაცემას მოითხოვს.