პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც იქნება აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმი, მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს. აღნიშნულის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტზე საუბრისას ისაუბრა. თალაკვაძის თქმით, წინა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა ქართველ ხალხს ახსოვს და აღნიშნულის შედეგიც კარგად ნახა.ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი დეპუტატის ოთარ კახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც გია ვოლსკის ბრიფინგი კრიტიკულად შეაფასა. მისივე თქმით, მმართველ გუნდს ოპოზიცია ვერ უკარნახებს როგორ წარმართოს ამა თუ იმ საკითხში პოლიტიკა. ოთარ კახიძეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემაც მიმართა. "თქვენს მიერ დაანონსებულ ფსევდოპატრიოტულ ცეკვებში ვერ აგყვებით"- განაცხადა მდინარაძემ. დეპუტატის შეფასებით, ოპოზიციის ქმედება და საუბარი ერთმანეთს არ ემთხვევა. შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველო“ პარლამენტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობს.