ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ შაინიძე "ქართული ოცნების" წევრებს ცემაში ადანაშაულებს.ზურაბ შაინიძე ყვება, რომ შუამთობის დღესასწაულზე ღონისძიების დასრულების შემდეგ სტადიონზე ახალგაზრდებს შორის დაწყებული კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდა.შაინიძე ამბობს, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ, სტადიონზე მმართველი პარტიის რამდენიმე ათეული წევრი ხელკეტებითა და ჯოხებით მივიდნენ და მას და მისი შვილის მეგობრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, დაშავებულებს პირველადი დახმარების აღმოსაჩენად საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდათ. თავად დეპუტატს თავის არეში აქვს დაზიანებები მიღებული. "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან ზეწოლა მასზე და მის ოჯახზე მუდმივად მიმდინარეობს. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, ზაქარია ენდელაძის თქმით, "ევროპული საქართველოს" წევრის განცხადება, თითქოს დაპირისპირება და ანგარიშსწორება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა, პროვოკაციაა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადიგენში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.