„ევროპული საქართველოს“ წევრი ლელა ქებურია აუდიტის სამსახურის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ უსახლკარო პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში ხარვეზების გამოვლენას ეხმაურება და აცხადებს, რომ შესაძლოა, აქ კორუფციული ინტერესები იკვეთებოდეს. როგორც ქებურიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 50 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებში თანხა გაფლანგულია.