"ევროპული საქართველოს" ინიციატივით, კომუნალური გადასახადების დასაფარად 120-ლარიანი ვაუჩერები უნდა გაიცეს - Palitra News

"ევროპული საქართველოს" ინიციატივით, კომუნალური გადასახადების დასაფარად 120-ლარიანი ვაუჩერები უნდა გაიცეს

2020-03-20 14:34:16+04:00

"ევროპული საქართველო" მთვარობას სთავაზობს, 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი დაურიგოს ყველა ოჯახს, გარდა იმ ოჯახებისა, სადაც ერთ წევრს მაინც აქვს 40 000-ლარზე მეტი შემოსავალი.

პარტიაში ფიქრობენ, რომ "თუ მთავრობა დათანხმდება "ევროპული საქართველოს" წინადადებას და 8 თვით შეაჩერებს დაგროვებით საპენსიო ფონდში სავალდებული საპენსიო შენატანებს, ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში იარსებებს".