„ევროპულმა საქართველომ“ 19-25 ოქტომბრის კვირაში, მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ გამოკითხვის გზით, 2800 ადამიანის სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა. „ევროპული საქართველო“-ს ინფორმაციით, კვლევის მიხედვით ნედლი პარტიული რეიტინგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 27.3 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 18.5 %“, „ევროპული საქართველო“ - 11.7 %, „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 5.3 %, „ლელო“ - 5.1 %, „ლეიბორისტული პარტია“ - 4.1 %, „გირჩი“ - 4.03 %, „ერთიანი საქართველო“ - 3.01 %, „გამარჯვებული საქართველო“ - 2.1 %, „მოქალაქეები“ - 1.9 %, „პატრიოტთა ალიანსი“ - 1.4 %, „სხვა პარტიები“ - 2.3 %. კვლევაში ცდომილება 3%-ია.
"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის სერგი კაპანაძის განცხადებით, კვლევამ აჩვენა რომ მოსახლეობა გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინშია.