გიგა ბოკერია და გიგი წერეთელი, "ევროპული საქართველოს" და ზუგდიდის საერთო ოპოზიციური შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატ ბათლომე შელიასთან ერთად მხარდამჭერებს შეხვდნენ. ადგილობრივებმა შეხვედრისას სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც მათი თქმით, კოვიდ-პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო დამძიმდა. ლიდერებმა პრობლემის გადაჭრის გზები განიხილეს.