ევროპული საქართველოს პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ახალგზარდული ფრთის წარმომადგენლები ერგნეთის საზღვარზე იმყოფებოდნენ. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას.