“ევროპულმა საქართველომ” ჭიათურიის მერიიის წინ მერიაში არსებული კორუფციული მდგომარეობისა და ამომრჩეველთა ზეწოლის ფაქტების გასაპროტესტებლად აქცია გამართა. ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს. საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის, სერგო რატიანის თქმით, ჭიათურის მერიაში არის მრავალი კორუფციული სქემა, რომელიც დაკავშირებულია ჭიათურის მერთან. რატიანმა აღნიშნა, რომ ხდება მოსახლეობაზე ზეწოლა და დაშინება. მისი თქმით, “ევროპული საქართველოს” მოთხოვნაა, რომ გადადგეს ჭიათურის მერი, გივი მოდებაძე.